ბიძინა ივანიშვილი - ლევან ყიფიანზე უაღრესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ - საერთოდ როგორ იყო ეგ კაცი მინისტრი?!

ლევან ყიფიანზე უაღრესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ, საერთოდ როგორ იყო ეგ კაცი მინისტრი?!, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე მედიასაშუალებასთან შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან დაინტერესდა, სჯერა თუ არა მას ყიფიანის ნათქვამი, რომ „ზაზა ოქუაშვილი მას მხატვრულ კითხვაში ამეცადინებდა“.

„გამოდის, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი არ არის ჯანმრთელი ადამიანი“, - მიმართა ივანიშვილს ხუზმიაშვილმა.

ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ყიფიანის განმარტება არ არის სანდო.

„ეს არის ყველაზე მძიმე კითხვა. ამ კაცზე მე ვარ ძალიან გაბრაზებული და მაქვს მსგავსი პრეტენზიები, როგორ იყო ეს კაცი საერთოდ მინისტრი?! ჩემ დროს იყო ეგ მინისტრი. ის განცხადებები, რასაც ის აკეთებს, თუნდაც პროკურატურაში, ისეთივე ნდობას იწვევს ჩემში, როგორც ეს ჩანაწერები. უარღესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ. რას აკეთებს, რას ყვება, ან ინტერვიუში, აბსოლუტურად არ არის შესატყვისობაში სიმართლესთან. ყიფიანს აბსოლუტურად არ ჰქონდა საშუალება ევლო ჩემთან, ან ფარცხალაძეს ევლო და მაგათი ჩხუბები მერჩია. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ რაღაც ბიზნესში ვიღაცეები წაეკიდნენ, მორბიან ჩემთან და მე ვარჩევ მაგათ საქმეებს? მე ამის ფუფუნება არ მაქვს. ეს მხოლოდ „რუსთავი 2“- ს სჯერა. როგორ ახსენებს ეს კაცი ჩემს სახელს საერთოდ? მართალია პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ მინიშნებით შეიძლება ამის ამოცნობა. ყიფიანთან დაკავშირებით ბოლომდე თუ წაიკითხავვთ მის ნათქვამს, იკვეთება, რომ ყიფიანი ოქუაშვილის ნაცვლად მივიდა ფარცხალაძესთან, შეამოწმეს, რაიმე ჩამწერი ხომ არ აქვსო, არავითარი გაუპატიურება და სარდაფი არ ყოფილა. ყიფიანმა შეაგინა, რასაც თავადვე ამბობს და ქართველი კაცისთვის შეგინებაზე რეაქცია როგორია იცით. ეს ჩანს ჩანაწერებიდან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს