ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ფინანსთა მინისტრი ვერ არწმუნებდა ზაზა ოქუაშვილს დავალიანება გადაეხადა და „ლამის ერთმანეთისკენ“ გაიწიეს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შეხვედრაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მაჭავარიანი ვერ არწმუნებდა ოქუაშვილს, რომ დავალიანება გადაეხადა. მისივე თქმით, მათ „ლამის ერთმანეთისკენ“ გაიწიეს.

„თბილისში, ჩემთან ბევრი ადამიანი ვერ რეკავს და ვერ შემოდის, დრო არ მაქვს ელემენტარულად. თუკი ვინმეს ჩემთან მოესვლება და დარეკვა შეუძლია, ყველასთან რამდენიმე წრეზეა შემოვლილი, რომ კიდევ გადაევადებინათ. ამ თემებში არ ვერევი და არ ჩავრეულვარ. ქუმსიშვილთანაც მაქვს ნალაპარაკები და არ მაქვს ეჭვი ქუმსიშვილზე ანგარების. თუმცა, ქუმსიშვილის დროს ხდებოდა გადავადებები. როდესაც ბახტაძე მოვიდა, სწორედ ბახტაძემ დაამუხრუჭა ეს პროცესი. ბახტაძე მოიქცა უფრო ხისტად და კიდევ უფრო ხისტად მოიქცა ბახტაძის შემდგომი ფინანსთა მინისტრი მაჭავარიანი. მე მგონი, რომ ლამის გაიწივნენ ერთმანეთისკენ, როდესაც ვერ არწმუნებდა და მაინც ითხოვდა, კონფლიქტის დონეზე მივიდა მათი საუბარი. ბახტაძემ საბოლოოდ შეაჩერა პროცესი, მაჭავარიანი კი ითხოვდა პასუხს თუ რატომ არ იხდიდა ფულს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა