კონფერენცია - „ელექტრონული ჯანდაცვა - ძილის დარღვევებისა და ეპილეფსიის მართვის პერსპექტივები“ მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია - „ელექტრონული ჯანდაცვა - ძილის დარღვევებისა და ეპილეფსიის მართვის პერსპექტივები“, მიმდინარეობს.

კონფერენციის მონაწილეებს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, „ძილისა და ეპილეფსიის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათელა ოკუჯავამ, ასევე უცხოელმა პროფესორებმა მიმართეს. კერძოდ, კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს დარგის საერთაშორისო აღიარებულმა ექსპერტებმა, პროფესორებმა: მარტინ ბროდმა (დიდი ბრიტანეთი), ანემიკე ვან შტრატენმა (ჰოლანდია), ალ დე ვერდმა (ჰოლანდია) და ტილმან კლუგემ (ავსტრია).

კონფერენცია „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში ტარდება. ღონისძიებაზე მოხდა საერთაშორისო პროექტის დაწყებისა და კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც ეპილეფსიური აქტივობის ავტომატურ დეტექციას ეძღვნება. პროექტი ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელდა.

ღონისძიებას ნევროლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ჯანდაცვის ორგანიზაციის სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ძილისა და ეპილეფსიის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნათელა ოკუჯავამ განუცხადა, ჰოლანდიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მათ შექმნეს უძილობის მკურნალობის თერაპიის ქართული ვერსია, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოხდება. კერძოდ, ოკუჯავას განცხადებით, მათმა ჯგუფმა ორი წლის წინ გაიმარჯვა „რუსთაველის ფონდის“ გამოყენებითი გრანტების კონკურსში, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა პირველი ქართული „უძილობის, კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის“ დიგიტალური ვერსიის შექმნა.

მისივე თქმით, ასეთი ვერსია საერთაშორისო პრაქტიკაში სულ რამდენიმე არსებობს. პროექტი ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად განხორციელდა.

„უძილობის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება ე.წ. ფსიქოლოგიური მიდგომა, რომელიც ზოგადად, პირისპირ პაციენტთან ურთიერთობას ითვალისწინებს და იგი 5–6 სესიას მოიცავს. ახლახანს გამოჩნდა ალტერნატივა ასეთი თერაპიის, რომელიც არის დიგიტალური, ონლაინ ვერსია. იგი სტანდარტიზებულია და ამ თერაპიის განსახორციელებლად საჭიროა მხოლოდ წვდომა ინტერნეტზე და ელექტრონულ ხელსაწყოებზე. კვლევამ აჩვენა, რომ დიგიტალური ვერსია არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე პირისპირ ურთიერთობით თერაპიული მკურნალობა. ჩვენთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოში უძილობის „კოგნიტო ბიჰევიორული“ თერაპია არ არსებობს, არ არის სტანდარტიზებული და არც თერაპევტები არსებობენ. ამასთან, თუ გავითვალისწინებს პაციენტის ეკონომიკურ მდგომარეობას, რეგულარული მგზავრობის ხარჯებს და სხვა, ეს საკმაოდ რთულია. ამდენად, ვფიქრობთ, როგორც პრაქტიკული ასევე კვლევის თვალსაზრისით აღნიშნული საინტერესო ინოვაციაა. ჩვენ გამოვიყენეთ საფუძვლად ჰოლანიური ვერსია. მოვახდინეთ გამოცდა, ადაპტაცია ამ ვერსიის ქართული რეალობის მიმართ და დღეს აღნიშნულის პრეზენტაცია მოხდება“, – განაცხადა ოკუჯავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა