ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილსა და „თიბისი ბანკს“ შორის, ასევე ჩხარტიშვილისა და პატარკაციშვილების დავის მოგვარებაში ლომის წილი მიუძღვის

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და „თიბისი ბანკს“ შორის, ასევე ჩხარტიშვილისა და პატარკაციშვილების დავის მოგვარებაში ლომის წილი მიუძღვის. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მისი თხოვნით, ჩხარტიშვილმა უარი თქვა სასამართლო პროცესების გაგრძელებაზე „თიბისი ბანკთან“, ხოლო პატარკაციშვილებს რაც შეეხება, ლონდონის სასამართლოს დასრულების შემდეგ ასევე მისი მონაწილეობით მოხდა მორიგება, რის შედეგადაც არც ერთი მხარე არ დაზარალებულა.

„პატარკაციშვილებთან დავა, დავა „თიბისი ბანკთან“, გამოვიდნენ ხელმძღვანელები და თქვან, პირველი ინსტანცია მოგებული ჰქონდა ჩხარტიშვილს მათთან. ერთადაც დამისვია ეგენი და ჩხარტიშვილმა 100:0 მოუგო მათ პაექრობაში, რაც ჩემთვის გასაოცარი იყო. იჯდა ხაზარაძე და იჯდა მისი პარტნიორი ჯაფარიძე, ამათ მხარეს ვეღარ ვიყურებოდი. ქართული სასამართლო ჩვენი მოსვლის შემდგომ ძალიან გამაგრდა და გამყარდა. ჩემი მუდარა, ხვეწნა და მუქარაც ჩხარტიშვილისადმი ის იყო, რომ ქართულ სასამართლოს არ აქვს ისეთი ხერხემალი, რომ გამოვიდეს და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ შენ მოუგე „თიბისი ბანკს“, მოუგე არაბებს, მოუგე პატარკაციშვილებს. გადით გარეთ და ლონდონის სასამართლოს მიმართეთთქო. მე მადლობა შემიძლია გადავუხადო ვანო ჩხარტიშვილს ამ მიმართულებით. ჩემგან ზარალის მეტი თუ შეაფასებთ ჩვენს ურთიერთობას არაფერი მიუღია. აღარ გაგრძელებულა დავა „თიბისი ბანკთან“, როდესაც პირველი ინსტანცია მოგებული ჰქონდა. მე ვთავაზობდი, რომ სასამართლო დაზოგეთ და აგერ, ბიზნესმენები ვართ და დაგეხმარებითო, ათასჯერ მაქვს ნათქვამი. ყველა ეს დავები გარეთ გამოვიტანე და დაზარალდა ვანო ჩხარტიშვილი. რაც შეეხება პატარკაციშვილების თემას, მან ლონდონში დაასრულა სასამართლო და ერთმანეთში დალაგდნენ. ლომის წვლილი მქონდა მათ მორიგებაში, ოღონდ არა ისე, რომ ვინმე დაზარალებულიყო. პირველ ეტაპზე ჩხარტიშვილს ხელს არ ვართმევდი - სანამ პატარკაციშვილებთან არ დაალაგებ თემას, იცოდე, რომ ჩემთან შემოსასვლელი არ გაქვს მეთქი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა