ბიძინა ივანიშვილი - „იუნისეფის“ კვლევაში ერთ-ერთ შემადგენლად, რომ ხალხი გაღარიბდა, იყო სიგარეტზე აქციზების ზრდა

„იუნისეფის“ კვლევაში ერთ-ერთ შემადგენლად, რომ ხალხი გაღარიბდა, იყო სიგარეტზე აქციზების ზრდა, - ამის შესახებ ყოფილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა შეეხებოდა ე.წ. უფილტრო სიგარეტს, რომელიც აქციზით უფრო ნაკლებად იბეგრება, ვიდრე ფილტრიანი და რომლის ფილტრსაც გამყიდველები მომხმარებლებს სიგარეტის შეძენისას ცალკე ჩუქნიან. ჟურნალისტის თქმით, ადგილობრივი მწარმოებლები ფილტრიან თამბაქოს უფილტროდ ასაღებენ და ამით თითო კოლოფზე 1.10 ლარს იგებენ, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტი წელიწადში 80 მილიონს კარგავს. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ არის ეს ხვრელი კანონმდებლობაში, ივანიშვილი პასუხობს, რომ ამით მოსახლეობას უტოვებენ შესაძლებლობას, იყიდონ იაფი სიგარეტი. მისივე განმარტებით, ღვინოსა და თამბაქოზე აქციზის გაძვირებამ, მოსახლეობა გააღარიბა.

„ის, რომ უფილტრო სიგარეტი და მისი ფილტრი ცალ-ცალკე იყიდება, მაგ თემებში ქუმსიშვილთან ერთად რამდენჯერმე მაქვს მონაწილეობა მიღებული. როდესაც მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად მოვიდა, ეგ თემა გრძელდებოდა და ეგ თემა გრძელდება დღესაც. საზოგადოებას მოკლედ ავუხსნი, რა ხდება. პირველი - 1 500 თუ 1 300 კაცი მუშაობს მაგ ფაბრიკაში და მაგის დახურვა არ გვინდა არც ერთ შემთხვევაში. მეორე - ბაზარზე იყოს იაფი სიგარეტი. „იუნისეფის“ კვლევაში ერთ-ერთ შემადგენლად, რომ ხალხი გაღარიბდა, იყო სიგარეტზე აქციზების ზრდა. სწორედ ამაზე მქონდა კვირიკაშვილთან კამათი, რომ არ შეიძლებოდა მოგების გადასახადის ერთ დღეში გაუქმება. ამას სჭირდებოდა ბევრი მსჯელობა და პრევენცია. მოგების გადასახადის ნაცვლად ბიუჯეტი რაღაცით ხომ უნდა შევსებულიყო და გაძვირდა აქციზები სიგარეტსა და ღვინოზე. ამან გამოიწვია ღარიბი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება.

რაზეც თქვენ ეჭვებს გამოთქვამთ, ორი დატვირთვა აქვს - იაფი სიგარეტი რჩება ბაზარზე და ვინც ეწევა, საშუალება აქვს იაფი სიგარეტი შეიძინოს. მეორე - ის 1 300 თუ 1 500 კაცი არ დარჩეს უმუშევარი. ამას მკაცრად უყურებს ფინანსთა სამინისტრო. ხელოვნურობა აქ იკვეთება, მაგრამ მხოლოდ ამის სასარგებლოდ. რენტაბელობა მათ სხვაზე მეტი არ აქვთ, ძლივს არსებობენ. იქ არ არის მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილი, იქ არის ოქუაშვილიც,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო