გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის დედა აცხადებს, რომ იაგო ნებიერიძე მისი შვილის  საქმეში ფიგურირებდა

არსებული ინფორმაციით, გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 14 წლის წინ, 11 წლის ბიჭის გატაცების საქმეში ფიგურირებდა.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედამ, ხათუნა ბერძნიშვილმა განუცხადა, იაგო ნებიერიძე მაშინ მათთან ავტოფარეხში მუშაობდა.

„ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა. თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე,“ - აცხადებს ხათუნა ბერძნიშვილი.

გაუჩინარებული ბიჭის დედა ამბობს, რომ 14 წლის წინ მომხდარი ფაქტი დღემდე გამოუძიებელია.

„ძალიან ბევრი ვიარეთ, სხვადასხვა ინსტანციებში, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. დღეს კი, საერთოდ არ ვიცით, ამ საქმეს რა ბედი ეწია. ჩემი შვილი კი არ ჩანს. 20 სექტემბერს 25 წლის უნდა გამხდარიყო,“ - ამბობს ხათუნა ბერძნიშვილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის