ირმა ნადირაშვილი - ბოლნისის 54-ე უბანზე  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის ინიციატორიც "ოცნების"საკრებულოს დეპუტატი იყო

ბოლნისის 54-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ამის ინიციატორი ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" იმრან გასუმოვი იყო,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ნადირაშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დეპუტატი თავს "ევროპული საქართველოს" კოორდინატორს დაესხა.

"ეევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ პოლიციამ აღნიშნულ საკითხზე სასწრაფოდ უნდა მოახდინოს რეაგირება.

"ბოლნისში 54-ე უბანზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. ამ დაპირისპირების ინიციატორი იყო ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" იმრან გასუმოვი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ჩვენს კოორდინატორს სენან ხალილოვს. ადგილზე გამოძახებულია პოლიცია, მოვითხოვთ პოლიციისგან, რომ ამ ფაქტზე სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება, რათა არ იყოს უმართავი პროცესები და არჩევნები მიმდინარეობდეს დემოკრატიული ჩარჩოს ფარგლებში“,- აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დარღვევა მოხდა საზღვარგარეთ, კერძოდ, სალონიკში, სადაც საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ კანდიდატურა მოხსნა.

"მეორე შემთხვევა, რომელიც ძალიან სერიოზულია, ეს მოხდა სალონიკში 37-ე უბანზე, სადაც ამ უბნის თავმჯდომარემ ქეთევან გონგაძემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ

მოხსნა კანდიდატურა და სადემონატრაციო ოქმში გადახაზა მისი კანდიდატურა. ჩვენ ვთვლით, რომ ცესკომ სასწრაფოს უნდა მიიღოს ზომები ამ საკითხზე, ასევე ვთვლით, რომ ქეთევან გონგაძე უნდა ჩამოშორდეს საარჩევნო პროცესს",- განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, დარღვევა ფიქსირდება ასევე ახალქალაქში, სადაც ორ უბანზე ამომარჩეველი ხმას საბუთების გარეშე აძლევს.

"ევროპული საქართველო" ცესკოს ამ საკითხზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა ახალქალაქის მეორმოცე ოლქში, 32-ე და 46-ე უბნებში, აქ ძალიან სერიოზულ დარღვევას აქვს ადგილი, კერძოდ, ამომრჩევლები ხმას აძლევენ საბუთების, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე. ჩვენი დამკვირვებლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ამ დროისთვის ისევ მიმდინარეობს საბუთების წარმოდგენის გარეშე ხმის მიცემა. ცესკომ ამაზე ზომები უნდა მიიღოს, რადგან ეს ფაქტი დიდი მასშტაბის დარღვევაა",- განაცხადა ნადირაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო