ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი აქ ჰქონია, ინციდენტი უბნის გარეთ, ქუჩაში მოხდა

ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რუსუდან ქურდიანის განცხადებით, #54 საარჩევნო უბანზე არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი აქ ჰქონია, ინციდენტი უბნის გარეთ, ქუჩაში მოხდა.

,,უბანზე არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. უბნის ტერიტორიის გარეთ, ქუჩაში იყო გარკვეული სახის შელაპარაკება, რაზეც, რამდენადაც ვიცი, დროული რეაგირება იყო სამართალდამცავების მხრიდან. უბანზე კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში“, - განაცხადა ბოლნისის #23-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ქურდიანმა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა შესწავლა დაწყებულია და მიმდინარეობს პირთა გამოკითხვა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლნისის 54-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ამის ინიციატორი ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" იმრან გასუმოვი იყო.

ნადირაშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დეპუტატი თავს "ევროპული საქართველოს" კოორდინატორს დაესხა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა