ირაკლი სესიაშვილი - „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას არ ვაძლევთ- გამიზნული აჟიოტაჟით რევოლუციურ ფონს ქმნიან

ხედავთ, რომ კახეთის მასშტაბით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას არ ვაძლევთ და ეს იწვევს მათ გაღიზიანებს, - ასე აფასებს საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი.

მისი თქმით, ოპონენტები გამიზნული აჟიოტაჟით ცდილობენ, რომ მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბება დააბრალონ.

„გამიზნული აჟიოტაჟით რევოლუციურ ფონს ქმნიან, თითქოს ჩვენ არჩევნებს ვაყალბებთ,რაც აბსურდია. ყველა მოქალაქეს აქვს იმის განცდა და საშუალება, რომ საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს. დღის განმავლობაში იყო პროცედურული დარღვევები, თუმცა ეს არანაირად არ ახდენს გავლენას საბოლო შედეგებზე", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა