გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის შტაბში თაიგულით მივიდა

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველოში იქნება ევროპა და წინსვლა, ბოლშევიზმი და საბჭოთა დრო მორჩა.

ამის შესახებ ხაინდრავამ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში განაცხადა, სადაც ყვავილების თაიგულით მივიდა.

„რა მოლოდინი უნდა იყოს?! საქართველოს პრეზიდენტი ხდება ერთადერთი ღირსეული ადამიანი, ჩეკისტებისგან განსხვავებით. ერთი ჩეკისტი პრეზიდენტი გვყავდა მიხეილ სააკაშვილი, ახლა ოფიცერი გამოგვიგზავნეს და მესამე, გენერალი ალასანია მოსკოვში ზის. ბოლშევიზმი და საბჭოთა დრო მორჩა საქართველოში. საქართველოში იქნება ევროპა და წინსვლა. მოგილოცავთ სულ ყველას“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

იხილეთ ვიდეო: გოგა ხაინდრავამ სალომე ზურაბიშვილს თაიგული წინასწარ მიართვა

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა