„ნაციონალური მოძრაობა“ ექსცესებს გეგმავს, თუმცა მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მე მგონია, რომ ვერაფერს შეძლებენ, თუმცა ეს განცდა სულ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეგზიტპოლის შედეგები ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლოს არის გამარჯვებასთან, თუმცა აღნიშნავს, რომ სჯობს დაველოდოთ ცესკო-ს საბოლოო შედეგებს.
„ველოდით ამ შედეგს, ჩვენ მუდამ ვაცხადებდით 53-54%-ს და ახლოს ვართ ეგზიტპოლის შედეგებთან, თუმცა ეს ეგზიტპოლია, დაველოდოთ ცესკო-ს საბოლოო შედეგებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ექსცესებს გეგმავს, თუმცა მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. მე მგონია, რომ ვერაფერს შეძლებენ, თუმცა ეს განცდა სულ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.