საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ზუგდიდის ოლქში დაწერილია სულ 17 საჩივარი, რაც არის პროცედურული და გავლენას არ იქონიებს კენჭისყრის შედეგებზე

67-ე ზუგდიდის საოლქოს კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 40,39%-მა. მირანდა მესხს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს რა რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი აქვს. როგორც მესხმა ჟურნალისტებს 67-ე საოლქო კომისიაში განუცხადა, რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი ლიდერობს ამას ვერ დააკონკრეტებს და ამის შესახებ შემაჯამებელ მონაცემებს ცესკო დადებს.

"67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია 107 უბნისგან შედგებოდა. 120 616 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 48 717-მა ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 40,39%-ს. ხმის დათვლის პროცედურამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ხმის დათვლასთან დაკავშირებით საჩივრები არ დაწერილა საარჩევნო უბნებზე.საოლქო საარჩევნო კომისიაში დილის 07:00 საათიდან ამ დრომდე დაწერილია სულ 17 საჩივარი, რაც არის პროცედურული და გავლენას არ იქონიებს კენჭისყრის შედეგებზე. მინდა გითხრათ, რომ 107 უბანი დათვლილია ამ ეტაპზე. ეტაპობრივად, როგორც კი შემოდიოდა შემაჯამებელი ოქმი, იტვირთებოდა ცესკოს გვერდზე. შესაბამისად, ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ეს მონაცემები ოლქების მიხედვით, ცესკოს ვებგვერდზე. რაც შეეხება ოლქის შემაჯამებელ ოქმს,შედგება მოგვიანებით. წინასწარ მონაცემებს ვერ გამოვაცხადებ, რადგან ეს არ არის მუნიციპალური დონის არჩევნები. ცესკო დადებს ერთ საერთო შედეგს. ჯერჯერობით კიდევ ითვლება კონკრეტული უბნები.საერთო მონაცემები არ არის და ცესკო შეაჯამებს ამ არჩევნებს", - განაცხადა მესხმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ზუგდიდის ოლქში გრიგოლ ვაშაძეს ხმა მისცა 23 526 ამომრჩეველმა, სალომე ზურაბიშვილს - 16 229-მა, დავით ბაქრაძეს - 5214-მა, შალვა ნათელაშვილს - 990-მა, დავით უსუფაშვილს - 272-მა, კახა კუკავას - 444-მა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო