ცესკოს მიერ ხმების 88 %-ის დათვლის შედეგად,  სალომე ზურაბიშვილს მხარს ამომრჩევლის 38,62 %, გრიგოლ ვაშაძეს კი - 37,65 % უჭერს

ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 3261 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,62 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,65 % მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 540 887-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 527 296-მა.

ქვეყნის მასშტაბით სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 3261 უბნის შედეგები კი, რაც ამ დროისთვის არის დათვლილი, საერთო ხმების 88,02 %-ს შეადგენს. 3261 უბნიდან 10 სპეცუბანია.

რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: 11,01 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 10 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა - დავით უსუფაშვილს, 2,3 %-მა - ზურაბ ჯაფარიძეს და 1,34 %-მა - კახა კუკავას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა