ცესკოს მიერ ხმების 99 %-ის დათვლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38,66 %-იანი, გრიგოლ ვაშაძეს კი - 37,7 %-იანი მხარდაჭერა აქვს

ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 3689 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,66 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,7 % მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 614 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 599 662-მა.

ქვეყნის მასშტაბით სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 3689 უბნის შედეგები კი, რაც ამ დროისთვის არის დათვლილი, საერთო ხმების 99,57 %-ს შეადგენს. 3689 უბნიდან 11 სპეცუბანია.

რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: 10,97 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 3,76 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა - დავით უსუფაშვილს, 2,26 %-მა - ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33 %-მა - კახა კუკავას.

იხილეთ ვიდეო: ცესკოს მიერ ხმების 99 %-ის დათვლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38,66 %-იანი, გრიგოლ ვაშაძეს კი - 37,7 %-იანი მხარდაჭერა აქვს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა