ცესკოს მიერ დათვლილი უბნების თითქმის 100%-ის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა - 38,63%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 % მიიღო

ცესკომ 3 705 საარჩევნო უბნიდან 3692 (+ 11 სპეცუბანი) დათვალა. ბოლო შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,63% (615 403 ხმა), ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 % (601 175 ხმა) მიიღო.

წინასწარი შედეგები ასეთია:

#1 მიხეილ ანთაძე - 1074 ხმა - 0.07%;

#2 დავით ბაქრაძე 174 699 ხმა - 10.97%;

#4 ვახტანგ გაბუნია - 1948 ხმა - 0,12%;

#5 გრიგოლ ვაშაძე - 601 175 ხმა - 37,74%;

#10 შალვა ნათელაშვილი - 59 805 ხმა 3,75%;

#13 ზვიად მეხატიშვილი - 713 ხმა - 0,04%;

#17 გიორგი ლილუაშვილი - 892 ხმა - 0,06%;

#18 აკაკი ასათიანი - 2002 ხმა - 0,13%;

#21 კახა კუკავა - 21 207 ხმა - 1,33%;

#22 ოთარ მეუნარგია - 663 ხმა-0,04%;

#23 ირაკლი გორგაძე 542 ხმა - 0,03%;

#25 დავით უსუფაშვილი 36 005 ხმა -2,26%;

#27 ზვიად ბაღდავაძე -488 ხმა -0,03%;

#28 მიხეილ სალუაშვილი 2969 ხმა - 0,19%;

#30 ზვიად იაშვილი - 444 ხმა - 0,03%;

#31 თამარ ცხორაგაული - 4015 ხმა - 0,25%;

#35 გელა ხუციშვილი 1623 ხმა - 0,1%;

#36 ზურაბ ჯაფარიძე - 35 971 ხმა - 2,26%;

#40 ლევან ჩხეიძე 2936 ხმა - 0,18%;

#48 სალომე ზურაბიშვილი 615 403 ხმა - 38,63%;

#49 ბესარიონ თედიაშვილი 3856 ხმა - 0,24%;

#51 გიორგი ანდრიაძე 13 153 ხმა 0,83%;

#58 კახაბერ ჭიჭინაძე 1430 ხმა 0,9%; #62 ვლადიმერ ნონიკაშვილი 635 ხმა -0,04%

#65 თეიმურაზ შაშიაშვილი 9486 ხმა 0,6%

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 28 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74 პროცენტია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 518 877-ს, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ რეგისტრირებული მოქალაქე.

იხილეთ ვიდეო: ხმების თითქმის 100%-ი დათვლილია: ნახეთ განახლებული მონაცემებით როგორ გადანაწილდა პროცენტები სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა