დავით უსუფაშვილი - ჩემი მხარდაჭერა ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება

ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება, რადგან ვერც ერთ მათგანში საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „შენების" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტურში გასულ კანდიდატების პოლიტიკურ გუნდებს საქართველოს მომავალს ვერ ანდობს.

უსუფაშვილმა კოლეგებს მიმართა, ნუ დაუწესებენ ოპოზიციური საქმიანობის სტანდარტებს. მისივე თქმით, ეს ეხება დავით ბაქრაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს.

უსუფაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში სახელისუფლებო ცვლილებების განხორციელება, რომელიც კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს. ასევე საჭიროა, ერთმმართველი „ქართული ოცნება“ ერთმმართველმა „ნაცმოძრაობამ“ არ ჩაანაცვლოს, საითაც პროცესი მიექანება.

„ქვეყანა იმ კრიზისულ სიტუაციას უახლოვდება, სადაც მთელი პოტენციალია ასამოქმედებელი, რათა მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ და კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ხალხის მანდატით იქნება აღჭურვილი და ამისკენ ნაბიჯებია გადასადგმელი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

„შენების“ ლიდერმა მადლობა გადაუხადა 36 007 ამომრჩეველს, რომლებმაც მას მისცა ხმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა