გიორგი ლომია - გჯერათ, რომ ქვეყანაში თითქმის 800 ათასი ავადმყოფი ადამიანია, რომელმაც მხარი იმ ძალას დაუჭირა, რომელმაც გააუპატიურა და ახალგაზრდები მოკლა?

გჯერათ, რომ ქვეყანაში ამდენი - თითქმის 800 ათასი ავადმყოფი ადამიანია, რომელმაც მხარი იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭირა, რომელმაც გააუპატიურა და ქუჩებში ახალგაზრდები მოკლა?! - ამდენი ავადმყოფი არ არსებობს, მაგრამ ამ წლების განმავლობაში იმდენი გააკეთეთ, რომ ხალხმა არჩევანი “ნაცმოძრაობასა“ და “ქართულ ოცნებას“ შორის გააკეთა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ გააკეთა.

ლომიამ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უფლება ილაპარაკოს, რომ მეორე პოლიტიკური ძალაა. ლომიას პასუხი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ გასცა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობა“ მეორე კი არა, პირველი პოლიტიკური ძალაა.

“ის, რაც გუშინ მოხდა მოსალოდნელი იყო. თქვენ “ნაციონალურ მოძრაობას“ და “ევროპულ საქართველოს“ საშუალება მიეცით, რომ ამ წლებისა და თვეების განმავლობაში პიარი ეკეთებინათ. თქვენი შეცდომაა ის უმადურობა, რომელიც ხალხის მიმართ გამოავლინეთ. ბევრი, ვინც გვერდით გედგათ, თქვენთან ერთად იბრძოდა და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დაამარცხა, დღესაც იბრძვის, ოღონდ თქვენს საწინააღმდეგოდ. ყველა ის ადამიანი, ვინც ყვიროდა “მიშა მაგარია“, არბევდა ოპოზიციას, აუპატიურებდა და კლავდა, დღეს დაწინაურებულია“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” რეიტინგი 38%-ზე მეტია, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს არ ჰქონდა ხალხის მხარდაჭერა. ლომიამ დღეს ისიც განაცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსმა“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი იმ მიზეზით არ დააყენა, რომ არ მომხდარიყო ხმების გაყოფა და არჩევნებში “ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაემარჯვა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის