ახალი საბანკო რეგულაციები 1-ელი ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება

საბანკო რეგულაციები, რომლებიც 1-ელი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რეგულაციების პროექტი გამარტივდა, შემოკლდა და ამჟამად ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

კითხვაზე, თუ როდის დასრულდება პროექტზე მუშაობა და როდის შევა ძალაში ახალი რეგულაციები, სებ-ში ვერ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ნოემბრიდან საბანკო სექტორისთვის მთელი რიგი რეგულაციები უნდა ამოქმედებულიყო. აქამდე არსებული პროექტის მიხედვით, იცვლებოდა სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდებოდა სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება. ძველი პროექტით, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ

იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია პირველი ნოემბრიდან მხოლოდ საბანკო სექტორზე უნდა გავრცელებულიყო, დანარჩენზე კი 2019 წლის პირველი იანვრიდან. თუმცა, როგორც გაირკვა, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 1-ელი ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება.

იხილეთ ვიდეო: ახალი საბანკო რეგულაციები 1-ელი ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო