სოფო კილაძე - გარკვეული სეგმენტისთვის "ქართული ოცნების" წიაღიდან გამოსული კანდიდატი უფრო მისაღები იქნებოდა და შესაბამისად, უფრო მეტი ხმაც გვექნებოდა

მე მგონია, რომ გარკვეული სეგმენტისთვის "ქართული ოცნების" წიაღიდან გამოსული კანდიდატი უფრო მისაღები იქნებოდა და შესაბამისად, უფრო მეტი ხმაც გვექნებოდა,"- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კილაძემ მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურისთვის მხარდაჭერის მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ის იქნება „ზეპარტიული და თანაც ქალი პრეზიდენტი"

„მე მგონია, რომ გარკვეული სეგმენტისთვის "ქართული ოცნების" წიაღიდან გამოსული კანდიდატი უფრო მისაღები იქნებოდა და შესაბამისად, უფრო მეტი ხმაც გვექნებოდა. მე ამას გესაუბრებით იმ კონკრეტული ადამიანებიდან გამომდინარე, ვისაც უნდოდა, "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი ჰყოლოდა. ჩვენ შევარჩიეთ ის კანდიდატი, რომელიც შევარჩიეთ. ჩვენ ამაზე ბევრი არგუმენტიც მოვიყვანეთ, პირველ რიგში, არა უშუალოდ "ქართული ოცნების" ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ეს ყოფილიყო ზეპარტიული ადამიანი, თანაც ქალი. ქალთა გაძლიერებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ესეც ერთ-ერთი ძალიან ძლიერი არგუმენტია. მნიშვნელოვანია, პირველი ქალი პრეზიდენტი იყოს. ჩემთან პირადად, როგორც მაჟორიტართან, კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს და პირდაპირ გეტყვით, მათთვის სასურველი იყო, რომ "ქართულ ოცნებას" თავისი წიაღიდან წარმოედგინა კანდიდატი. გარკვეული ნაწილისთვის, ალბათ, სალომე ზურაბიშვილის პიროვნებამაც იმოქმედა,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო