გიორგი ვაშაძე - გედევან ფოფხაძისნაირი პარლამენტის წევრი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, იგივე ეხება ირაკლი სესიაშვილს

ერთი მხრივ, კახა კალაძე ამბობს, რომ გავიგეთ ხალხმა რაც გვითხრაო, ხოლო მეორე მხრივ, დეპუტატები მწყობრად დაეწყვნენ და აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, გედევან ფოფხაძის და ირაკლი სესიაშვილის გუშინდელი განცხადებები დანაშაულებრივი იყო.

„სამარცხვინო იყო გუშინ დეპუტატების განცხადება. ერთი მხრივ, კალაძე ამბობს, რომ გავიგეთ ხალხმა რაც გვითხრაო, ხოლო მეორე მხრივ, დეპუტატები მწყობრად დაეწყვნენ და აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ. რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, მე ვფიქრობ, რომ ასეთი პარლამენტის წევრი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მისი განცხადება არის სახელმწიფოს ინტერესის წინააღმდეგ დანაშაული. იგივეს ეხება ბატონ სესიაშვილს და მე ვფიქრობ, ნორმალურ ქვეყანაში ამას პარლამენტის მხრიდან უნდა ჰქონდეს რეაგირება“, - განაცხადა ვაშაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. როგორც მან აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს „ნაციონალური მოძრაობის" ამოცანა აძლევს, რომელიც ფოფხაძის თქმით, მერაბიშვილის და ახალაიას ციხიდან გამოყვანას და ასევე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს რევოლუციური პროცესების განვითარებას და ამ ვითარებაში, პროცესი თუ დაიძაბება, სულ რომ არანაირი თანამდებობა არ მეკავოს, მე ვიქნები პირველი ჯარისკაცი ვინც ამ ქვეყანას მოღალატეებისგან, მწამებლებისგან და კაცთმოძულეებისგან დაიცავს, - ამის შესახებ კი „ინტერპრესნიუსს" პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, რითაც გედევან ფოფხაძისგანცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერანაირად ვერ დაბრუნდება თუ არა რევოლუციური სცენარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა