ლილოში ოთხი სატრანსპორტო საშუალების შეჯახების შედეგად, რომელთა შორის ორი მიკროავტობუსია, 8 ადამიანი დაშავდა

ლილოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 8 ადამიანია დაშავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.

„ერთ-ერთი მიკროავტობუსი გადაბრუნდა. საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული 8 ადამიანს, თუმცა ყველა ადამიანი გონზეა. მსხვერპლი არ არის“, - განაცხადეს შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია