ე.წ. სტამბოლის ბაზარში 900 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განთავსებული დახლები დაიწვა, დამწვარია მიკროავტობუსიც

რუსთავში, ე.წ. "სტამბოლის ბაზარში" დამწვარია 800-900 კვადრატული მეტრი ფართობი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს უკიდია. მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, დამატებითი ძალები თბილისიდან მიემართებიან. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული არავინ არის.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო