გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

3 ნოემბერს, სახალხო დღესასწაულ „ჭიათურობა 2018“-თან დაკაშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია ღონისძიებების გამართვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (ნინოშვილის ქუჩა) იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მოძრაობა იკრძალება კერძოდ: ნინოშვილის ქუჩის გადარეცხვითი სამუშაოებისათვის 1 ნოემბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე; სამონტაჟო სამუშაოებისათვის 2 ნოემბერს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე; „ჭიათურა 2018“- ის ღონისძიების ჩატარებისათვის 3 ნოემბერს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შემოვლით გზაზე, ჯარბელის ქუჩის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია