ირაკლი სესიაშვილი - ჩვენ ვაანალიზებთ შეცდომებს, რომლებიც გვაქვს და ხალხს არავითარ შემთხვევაში არ ვაბრალებთ იმას, რა შედეგიც არჩევნებზე დადგა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ქართული ოცნების" ერთ-ერთ მთავარ შეცდომად ამომრჩეველთან ნაკლებ კომუნიკაციას ასახელებს. როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრობლემები და შეცდომები კომპლექსური იყო.

„არ შეიძლება ერთი გამოვყოთ. იყო მთელი რიგი გარკვეული შეცდომები, რომელიც საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად მგრძნობიარედ აღიქვა. მათ შორის იყო კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენს ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, რაც თითოეული ჩვენგანის შეცდომა იყო. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ბევრი სახელმწიფო საქმით ხარ დაკავებული. მე პირადად იმდენი სამსახურეობრივი საქმე მაქვს, რაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ გამოწვევებს შეეხება სხვა საკითხებთან ერთად, არ მყოფნის დრო საკმარისად მქონდეს კომუნიკაცია ამომრჩეველთან. ამომრჩეველს ამ მხრივ ბოდიში მინდა მოვუხადო. როდესაც არის არჩევნები და ასეთი ვითარება, თავისთავად უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება",- განაცხადა სესიაშვილმა უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" მეორე ტურისთვის რესურსის სრულ მობილიზაციას ახდენს.

„ამის რესურსი გაგვაჩნია. ჩვენ ვაანალიზებთ შეცდომებს, რომლებიც გვაქვს და ხალხს არავითარ შემთხვევაში არ ვაბრალებთ იმას, რა შედეგიც დადგა. პრობლემები და შეცდომები პირველ რიგში ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო