ქედაში ავარიას პატარძალი და 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის 15 წლის მოზარდია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად სულ სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გარდაცვლილთა შორის 22 წლის პატარძალია, რომელსაც გუშინ ბათუმში ქორწილი ჰქონდა და სოფელში, სახლში ბრუნდებოდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი სოფელ დოლოგანში ცენტრალურ გზაზე მილს დაეჯახა.

იხილეთ ვიდეო: ავტოავარიის შედეგად ქედაში 12 წლის ბავშვი და ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა - 22 წლის გოგონას წინა დღეს ბათუმში ქორწილი ქონდა

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია