ზაქარია ქუცნაშვილი - თუ სალომე ზურაბიშვილის ცენტრალური შტაბი დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარს გაანეიტრალებს, გრიგოლ ვაშაძე არჩევნების მეორე ტურს წააგებს

28 ოქტომბრის არჩევნებზე მიღებული შედეგებიდან გამომდინარე ორ მთავარ პრობლემას ვხედავ - პრობლემას კანდიდატთან დაკავშირებით და პრობლემას პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

“არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი კარგია და არჩევნების შედეგებით პარტიამ გზავნილი მიიღო და არც იმას ვიზიარებ, რომ პარტია ძალიან კარგია და ასეთი შედეგი კანდიდატის გამო მივიღეთ. მგონია, რომ შეცდომები ორივე მიმართულებით იყო - როგორც კანდიდატის, ასევე პარტიის მხრიდან. არ მინდა საჯაროდ იმ შეცდომებზე საუბარი, რა შეცდომებსაც ვხედავ. აქედან გამომდინარე, პროცესი რომ არ დაზარალდეს, დამატებითი კომენტარისგან თავს შევიკავებდი“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მოსალოდნელ შედეგებს, დეპუტატის აზრით, “ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის მხადამჭერთა შორის არიან როგორც ძველი “ნაციონალები“, ასევე “იდეური ხალხი, რომელთა განეიტრალებაც შესაძლებელია“. ქუცნაშვილის თქმით, თუკი სალომე ზურაბიშვილის ცენტრალური შტაბი საარჩევნო-პიარ ტექნოლოგიების გამოყენებით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარს მაინც გაანეიტრალებს, გრიგილ ვაშაძე არჩევნების მეორე ტურს წააგებს.

“საარჩევნო კამპანია არის შეჯიბრი და ამ პროცესში უამრავი ხერხი არსებობს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მეორე ტურში შედეგების გასაუმჯობესებლად. გამორიცხულია, რომ რომელიმე მხარემ რაიმე ხერხით არჩევნების ფალსიფიცირება შეძლოს, მაგრამ არსებობს უამრავი ტექნოლოგია და საშუალება, რომელთა ერთობლიობით შესაძლებელია მეორე ტურში ბევრად უკეთესი შედეგის დადება. არსებობს ძალიან მარტივი ტექნოლოგია - საჭიროა განეიტრალდეს დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარი და შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძის პროცენტი იგივე დარჩება. თუკი ცენტრალური საარჩევნო შტაბი გამოიყენებს იმ საარჩევნო და პიარ ტექნოლოგიას, რითაც დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარს მაინც გაანეიტრალებს, ვაშაძე შეიძლება მინუსებშიც წავიდეს. მე ცენტრალურ შტაბს ვურჩევდი ბაქრაძის მხადამჭერების ნაწილის განეიტრალების ტექნოლოგია გამოიყენონ“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა