ლევან ბერძენიშვილი - ოპოზიციის წევრებთან შეხვედრაზე  იმისთვის მოვედით, რომ გრიგოლ ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ

შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია, ლაპარაკია ასევე სასამართლო სისტემაში სერიოზულ ცვლილებებზე, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ გრიგოლ ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ საპრეზიდენტო არჩევნებში. „რესპუბლიკური პარტია“ მას მხარს უჭერს. განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასამართლო სისტემაში სერიოზულ ცვლილებებსაც.

„საუბარი არის ძალიან სერიოზულ ცვლილებებზე სასამართლო სისტემაშიც. ეს საკითხები განვიხილეთ და ვგეგმავთ თანამშრომლობას ყველა ამ მიმართულებით”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები