სულხან მახათაძე - თუკი მოსახლეობამ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო, რომ მათი გადაუჭრელი პრობლემების შესახებ ხმა მიეწვდინა ხელისუფლებისთვის, ასეთი  პრობლემები მომავალში აუცილებლად მოგვარდება

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის სულხან მახათაძის განცხადებით, თუკი მოსახლეობამ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო, რომ მათი გადაუჭრელი პრობლემების შესახებ ხმა მიეწვდინა ხელისუფლებისთვის, ასეთი პრობლემები მომავალში აუცილებლად მოგვარდება.

სულხან მახათაძემ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, საკმაოდ კომპლექსურია ის საკითხები, თუ სად იყო დაშვებული შეცდომები, თუმცა ისეთი არ არის, რომელიც გამოუსწორებელი იქნება. მახათაძის განმარტებით, მმართველი პარტია ფიქრობს, რომ პრობლემების გამოსწორების შესაძლებლობა და რესურსიც გააჩნია, შესაბამისად, მოსახლეობის ინტერესების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები სწრაფად გადაიდგმება.

"არჩევნების შედეგები, რომელიც მოულოდნელი იყო ჩვენთვის, რეგიონების მიხედვით გავიარეთ, სად გვქონდა ხარვეზები, სად იყო ჩავარდნა და რა გამოწვევას ვერ ვუპასუხეთ, რა იყო ჩვენი მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, ეს განვიხილეთ. აქედან გამომდინარე დავსახეთ კონკრეტული გზები, რომ მეორე ტურში კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდეთ და მოვახდინოთ ჩვენი გუნდის კონსოლიდაცია, ჩვენი თანაქალაქელების და ზოგადად, ჩვენი საზოგადოების გაერთიანება მოვახდინოთ. აქედან გამომდინარე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეორე ტურისთვის დავაჯეროთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ, მათთვის მნიშვნელოვანია, თუკი ამდენი ხნის განმავლობაში შესაძლოა ეს ხმა ვერ მოაწვდინეს ჩვენამდე და შესაბამისად, გადაუჭრელია გარკვეული საკითხები, ასეთი საკითხები აუცილებლად გადაწყდება და გადაიჭრება მომავალში", - განაცხადა მახათაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის