27 ნოემბერს „სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გაიყიდება

27 ნოემბერს „სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გაიყიდება.

როგორც აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნახატის სავარაუდო ფასი 500 000-დან 700 000-მდე გირვანქა სტერლინგია.

„ქართველი ქალი ლეჩაქით“ რუსული ნახატების სექციაში გაიყიდება, თუმცა „სოთბის“ აუქციონის ვებ-გვერდზე ნიკო ფიროსმანი ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული.

„ფიროსმანის ნახატი 1928 წელს მოსკოვში ყოფნისას ცნობილმა ავსტრიელმა მწერალმა შტეფან ცვაიგმა შეიძინა. 1942 წელს ცვაიგის გარდაცვალების შემდეგ ნახატი მისი პირველი მეუღლის ფრიდერიკე მარია ცვაიგის მფლობელობაში აღმოჩნდა, რომელმაც ის 1953 წელს მეგობარს, ჰარი ცონს აჩუქა. 1981 წელს ცონმა „ქართველი ქალი ლეჩაქით“ ნიუ-იორკში მდებარე ფრედონიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯში არსებულ ცვაიგის მუზეუმს აჩუქა, სადაც ის ამ დრომდე ინახებოდა“, - ნათქვამია „სოთბის“ აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ნიკო ფიროსმანის ნახატი "ქართველი ქალი ლეჩაქით" "სოთბის" აუქციონზე 27 ნოემბერს გაიყიდება - რა იქნება მისი საწყისი ფასი?

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა