გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრებს მართავს - გუბერნატორს კი ზუგდიდში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა დაევალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში კი მოწერელიას ორი მოადგილე ეყოლება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გუბერნატორის პრესსამსახურში განუცხადეს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, პარტიის ადგილობრივ ოფისში მიიღეს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რამდენიმე საათია სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრებს მართავს. შენობაში იმყოფებიან რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მუნიციპალიტეტების მერები და მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა