უმრავლესობა სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით სპეციალური კანონის მიღების ინიციატივით გამოდის

უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფი სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით სპეციალური კანონის მიღების ინიციატივით გამოდის.

“სოციალური მეწარმეობის შესახებ“ - ასე ეწოდება კანონპროექტს, რომლის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მერაბ ქვარაია, პაატა მხეიძე, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი მოსიძე, გიორგი კოპაძე, დიმიტრი მხეიძე და ცოტნე ზურაბიანი. პროექტის ავტორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და ლევან ალაფიშვილი.

კანონპროექტის მიხედვით, სოციალური საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სოციალური თანასწორობის ხელშესაწყობად, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისთვის, აგრეთვე სოციალური მიზნების მისაღწევად განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში; ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მისი შემოსავლების დიდ ნაწილს სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები შეადგენს; მოგების არანაკლებ 70%-ის რეინვესტირებას სოციალური მიზნების მიღწევისათვის წარმოებულ საქმიანობაში ახორციელებს.

“საქართველოში სოციალური მეწარმეობა მზარდ ხასიათს ატარებს. სოციალური მეწარმეობის განვითარებისა დახარჯულმა თანხამ 2017 წლის მდგომარეობით 7 მლნ ლარს გადააჭარბა. ხაზგასასმელია, რომ 2012-2017 წლებში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრეზიდენტის, მუნიციპალიტეტებისა თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ სხვადასხვა საბიუჯეტო ასიგნებების სახით, რამაც ჯამურად 1.6 მლნ. ლარს აჭარბებს. საქართველოში სოციალური მეწარმეობის მიზნის მქონე 90 ორგანიზაციაა დაფუძნებული, რომელთაგან 70 არის აქტიური და ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს. სოციალურ საწარმოებში დასაქმებულთა რიცხოვნობამ 500 გადააჭარბა და დასაქმებულთაგან ყოველი მე-5 არის მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი (დევნილი, შშმ პირი და სხვა). სოციალური მეწარმეობის პრაქტიკამ წარმოაჩინა სხვადასხვა პრობლემა, რომელთა გადასაწყვეტად უპირველესად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო გარემოს ადაპტაცია, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში სოციალური მეწარმეობის ერთიანი ჩარჩოს და სტანდარტების შექმნა“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

“სოციალური მეწარმეობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა