გიგი უგულავა - ივანიშვილი გვეუბნება - მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულითო

ივანიშვილი გვეუბნება - მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულითო, - ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებისადმი მიმართვას.

როგორც გიგი უგულავა წერს, ივანიშვილის განცხადებამ წარსული გაახსენა.

„ამ განცხადებამ წარსული მართლა გამახსენა. ერთ-ერთი საეტაპო არჩევნების წინ, როცა ხალხი ჩვენზე ლეგიტიმურად გაბრაზებული იყო, შემოგვიტანეს ბილბორდების დიზაინი. კახი კალაძე და ბევრი "ორმოჩდარვა" იყო ზედ გამოხატული. ჩვენი ამერიკელი კონსულტანტის პირველი სამუშაო დღე იყო. დახედა დიზაინს და ნაგვის ყუთში ჩაყარა. ეს ხალხი დამალეთ და ხალხს გაჭირვებაზე ესაუბრეთ, უფრო კი მოუსმინეთ. ეტყობა ამათაც ჩამოიყვანეს თავის "როზნერი". ისევ წარსული გამოცდილებიდან გეტყვით. ლაპარაკით დაპირების ლიმიტი უკვე ამოწურეთ. ახლა პენსიაზე და სოცდახმარებაზე საუბარი ამომრჩევლის მოსყიდვაა - მიიღებენ, გაუხარდებათ, მაგრამ მაინც დაგსჯიან. არაფერს არ ეუბნები მომავალზე ხალხს, გარდა „ოცნების“ ძველი გვარდიის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაგასაქმებისა და ტენდერებზე ხელის მოთბობისა. აქაც მოქრთამვა. მოკლედ, ივანიშვილი გვეუბნება - მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულითო. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, მხოლოდ მაშინ დაიბრუნებს მთავრობა თუ პარლამენტის პროპორციულ არჩევნებზე გადავალთ ახლა. სხვა ყველა გზა ოცნების ალეწვაა“, - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის