ზუგდიდში ვიცე-მერად შესაძლოა „თიბისი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი დაინიშნოს

ზუგდიდში ვიცე-მერად შესაძლოა „თიბისი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი გეგა შენგელია დაინიშნოს. „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული ინფორმაცია შენგელიამ არ დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მოლაპრაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ვერ დაგიდასტურებთ. უახლეს მომავალში გახდება ცნობილი. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“, - აღნიშნა გეგა შენგელიამ.

ის გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებოდა, სადაც შს მინისტრი გიორგი გახარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდა, თუმცა მან მინისტრთან შეხვედრა არ დაადასტურა. ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პირველ ნოემბერს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა