ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი, მარეკ კუხჩინსკი მიიღო, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების, ასევე, გასულ წელს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების მნიშვნელობა. ირაკლი კობახიძემ და მარეკ კუხჩინსკიმ ყურადღება, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა მიმოიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარემ სეიმის მარშალს მადლობა გადაუხადა პოლონეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მარეკ კუხჩინსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად გადასცა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის 2018 წლის 23 ოქტომბრის რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლისთავს ეხება და რომელშიც საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერაა დადასტურებული.

საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, პარლამენტის წევრი გიორგი ტუღუში, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს