შსს - ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაბარებული იყო საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში

შს სამინისტრო ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პოლიციის განყოფილებაში ყოფნას ადასტურებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დღის ბოლოს დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ფარცხალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაბარებული იყო საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში. თუმცა, კონკრეტულად რომელ საქმეზე იმყოფებოდა ყოფილი მთავარი პროკურორი უწყებაში, არ დააკონკრეტეს.

ოთარ ფარცხალაძის გვარი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ბოლო დროს კი მისი გვარი ე.წ. „ომეგას“ საქმის ირგვლივ გაჟღერდა. გავრცელდა აუდიო ჩანაწერის რამდენიმე ეპიზოდი, სადაც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მას ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაში ადანაშაულებს. ამავე საქმის ფარგლებში, კომპანიის მფლობელები, ყურადღებას ფულის გამოძალვაზეც ამახვილებენ, სადაც მათივე განცხადებით, ფარცხალაძეც ფიგურირებს. აღსანიშნავია, რომ თავად სპორტის ყოფილმა მინისტყრმა, ფარცხალაძის მხრიდან რამე ტიპის მუქარა მოგვიანებით უარყო. აუდიო ჩანაწერებს კი დადგმული უწოდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს