ბილაინში Huawei-ს სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი საჩუქარს მიიღებს

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ მაღაზიებსა და ვებგვერდზე Huawei-ს ოთხი სხვადასხვა მოდელის სმარტფონის შეძენისას მყიდველს საჩუქარს გადაცემს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბილაინიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, Huawei P20 Lite-ის შეძენისას მყიდველი საჩუქრად იღებს Bluetooth დინამიკს; Huawei P Smart - ის ყიდვისას - სმარტფონის დამტენს; Huawei Y6 PRIME -ის შეძენისას - A-Atomu-Case-სა და 5GB ბილაინის ინტერნეტს სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად; Huawei Y5 PRIME -ის ყიდვისას - A-Dura-Case-სა და 5 GB „ბილაინის“ ინტერნეტს სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად.

„სმარტფონის შეძენა შესაძლებლია, როგორც ერთჯერადი გადახდით, ისე 12, 18 და 24- თვიანი განვადებით. „ბილაინი“ აძლევს მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას ისარგებლოს 24- თვიანი განვადებით. განვადებით სარგებლობა შესაძლებელია „ბილაინის“ მაღაზიებში და ვებგვერდიდან www.beeline.ge. ამასთან, განვადების ყოველთვიურად დაფარვა მომხმარებელს პირდაპირ საკუთარი მობილურის ბალანსიდან შეუძლია და არ ჭირდება ბანკში მისვლა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია