„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით რიგით მეექვსე - #TEDxTbilisi გაიმართება

„საქართველოს ბანკის“, მხარდაჭერით, პირველად ქართული TEDx ფორმატის დაარსებიდან, TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ერთად გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, უკვე მეექვსე წელია „საქართველოს ბანკი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია.

„საქართველოს ბანკი“ მხარს უჭერს ფორმატს, გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. „საქართველოს ბანკისათვის“ მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით განათლების ხელშეწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, #TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi 2018 წლის 1 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება.

„ერთდღიანი კონფერენცია „თედექს“, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, „თედის“ (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია.

TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, 1 დეკემბრის ღონისძიების თითოეული მომხსენებელის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი ინოვაციური იდეების საუკეთესო პრეზენტაცია. სპიკერების მიზანი იქნება, მაქსიმუმ 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში; აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ. 6 სპიკერი, ინოვატორი, რომელსაც სხვებისათვის გასაზიარებელი საინტერესო იდეა ან ხედვა აქვს, წარსდგება 700 სტუმრისა და ბევრად მეტი ინტერნეტ მომხმარებლის წინაშე. სპიკერების ვინაობა და მათი საუბრის თემები გასაჯაროვდება ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე. 2018 წლის ღონისძიებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყება 7 ნოემბრიდან ონლაინ პორტალის www.tkt.ge. მეშვეობით. ბილეთის ღირებულება შეადგენს 35 ლარს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში.

„ის არის მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის არსებობა შესაძლებელი გახდა სპონსორების და პარტნიორების მხარდაჭერით. სპონსორების მიერ გაღებული რესურსები და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ღონისძიების საორგანიზაციო ასპექტებს, სპიკერებისა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას. „საქართველოს ბანკთან“ ერთად 2018 წლის ღონისძიების ძირითადი პარნტნიორები არიან „ივენთ“ კომპანია “პრემიუმ ივენთსი” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა