ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წამომადგენლობამ 2015-2018 წლებში საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წამომადგენლობამ 2015-2018 წლებში საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე ისაუბრეს იმ 8 პროექტზე, რომელიც 2015-2018 წლებში ხორციელდება საქართველოში და მათი საერთო ბიუჯეტი 4.1 მილიონი ევროა. აქედან 85%-ს ევროკავშირი აფინანსებს, ხოლო 15%-ს ევროპის საბჭო.

პროექტები ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ციხეებში ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებს, ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტ თავისუფლებას, ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებასა და არჩევნების მხარდაჭერას.

როგორც ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ აღნიშნა, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტებზე მუშაობის ფარგლებში, არაერთ ინსტიტუტთან აქვთ ურთიერთობა - სამინისტროებთან, საჯარო სამსახურებთან, პროფესიულ ასოციაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო