მთაწმინდის რაიონში კალათბურთის ახალი მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო

მთაწმინდის გამგეობა რაიონში კეთილმოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, რჩეულიშვილის ქ. N4-ის მიმდებარედ კალათბურთის მოედანი, ხოლო ოქროყანის აღმართის N14-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

სკვერის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო, სადაც სათამაშო ინვენტარი, მათ შორის, ორდონიანი ატრაქციონი განთავსდა. დაიდგა თუჯის საბაღე სკამები და ხის ურნები. მოეწყო ლითონის ღობე, გამწვანების ზოლი და დიოდური თბილი ნათების ლამპიონები.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ასევე, კალათბურთის მოედანი, სადაც პოლიპროპილენის საფარი დაიგო. დამონტაჟდა სპორტული ტრიბუნა და დეკორაციული გარე განათების ქსელი.

სპორტული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 160 ათასი ლარი დაიხარჯა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს