ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. სხდომაზე „ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა განცხადება გააკეთა ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის დაგვიანებით წარდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საქმის გამო ამომრჩეველი გასცემს ხელისუფლებას პასუხს.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა სერგო რატიანს „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა შეახსენა და უთხრა, რომ რატიანმა გადაწყვიტა შოუს მოწყობა კომიტეტზე.

თავის მხრივ, სერგო რატიანის თქმით, გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა იმის გარანტი იქნება, რომ საქართველოს არ ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც იტყვის, რომ საქართველომ დაიწყო ომი.

სერგო რატიანს უმრავლესობის არაერთმა დეპუტატმა უპასუხა უმრავლესობიდან და ყველა მათგანმა რატიანს „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა შეახსენა.

დავით მათიკაშვილმა გრიგოლ ვაშაძეს რუსული „რბილი ძალის“ წარმომადგენელი უწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა