სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ რუსთაველის გამზირზე ხვალ აქციას - „გვახსოვს 7 ნოემბერი" გამართავს

სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ რუსთაველის გამზირზე ხვალ აქციას, სახელწოდებით - „გვახსოვს 7 ნოემბერი" გამართავს.

დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით დღეს მოძრაობა "არა ნაციზმის" წარმომადგენლებმა, უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ, ახალგაზრდა აქტივისტებმა, შვილმკვდარმა მშობლებმა მსვლელობის დეტალებზე ისაუბრეს და მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

მოძრაობის წევრის, 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, მსვლელობით ისინი პარლამენტის შენობასთან მივლენ, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილეები დაარბიეს.

"მინდა გაგახსენოთ, რომ ხვალ არის შვიდი ნოემბერი, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი დღე. ჩვენი საზოგადოება ხვალ ვიკრიბებით ოპერის წინ, 16:00 საათზე და ვაწყობთ აქციას, რათა გავიხსენოთ 7 ნოემბერი. მოგიწოდებთ ყველას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდით და იყავით ძალადობის მსხვერპლი, გული შეგტკიოდათ იმ ყველაფერზე, რაც მაშინ ქვეყანაში ტრიალებდა, ყველა ერთად შევიკრიბოთ და ყველამ ერთად ვუთხრათ არა ძალადობას, არა სააკაშვილის რეჟიმს და არა უსამართლობას. ეს მეტად მნიშვნელოვანია იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მოგიწოდებთ, ყველანი შევიკრიბოთ ოპერის წინ. შემდეგ შევუერთდებით რუსთაველის თეატრში მიმდინარე ანალოგიურ აქციას. იქ საზოგადოება 14:00 საათზე იკრიბება. ასეთი აქციები ასევე სხვადასხვა ადგილზეა დაგეგმილი. შემდეგ ყველა ერთად მსვლელობით გავივლით რუსთაველს, სადაც მოხდა ჩვენი დარბევა", - განაცხადა ია მეტრეველმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა