მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი გახსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ისწავლიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ცენტრი დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (აშშ) ვიცე-პრეზიდენტ ლონა სტოლისთან, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ -საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილთან და BP საქართველოს გენერალურ მენეჯერთან კრის შლუტერთან ერთად გახსნა.

ახალ შენობაში, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც არის გათვლილი, ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, პროფესიული უნარები უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში განივითარონ და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისად დაეუფლონ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტში 4.1 მლნ ლარის კონტრიბუცია განხორციელდა, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა სრულად გარემონტდა.

ცენტრის გახსნის ცერომონიალზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, რომლის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ცენტრის FESTO-ს წარმოების თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე პროექტის ძირითადი პარტნიორის, BP - საქართველოს კონტრიბუციას, რომლის საშუალებითაც ლაბორატორიების ნაწილის შესყიდვა მოხდა. ლაბორატორიებში კი, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული, პროფესორ-მასწავლებლები გადამზადდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრის მიზანი, რომ აღზარდოს მაღალკვალიფიციური, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული კადრები. ეს გულისხმობს სკოლადამთავრებულების, უმუშევრებისა და სხვა დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადებას დასაქმების ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. ცენტრის ფუნქცია სრულ თანხვედრაშია იმ პრიორიტეტებთან, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა გაცხადებული“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო