ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასულიერო პირებისთვის ტრენინგი გაიმართა

ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციტიავით, დღეს, სასულიერო პირებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომელშიც მართლმადიდებელი, კათოლიკური და სომხური ეკლესიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, სემინარი გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიესალმა სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე.

ტრენინგს თემაზე: „სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა“ - უძღვებოდა სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვალერიან ლილუაშვილი, ხოლო ტრენინგი - „რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით“ - ჩაატარა სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დავით დავითაშვილმა.

ტრენინგის ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ეროვნული კანონმდებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა იყო, კერძოდ: ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დოკმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ერთხმად აღინიშნა ინტერ-რელიგიური ფორმატისა და რელიგიის სააგენტოს ჩართულობის აუცილებლობა არსებული საკითხების მოგვარებისათვის.

ტრენინგი 2018-20 წწ. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ახალციხეში, ორ ეტაპად იმართება და მასში რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები და სტუდენტები მონაწილეობენ. სამომავლოდ, სემინარები ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. მისი მიზანია, რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება, ასევე, რელიგიური შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის კულტურის გაძლიერება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს