პროკურორი - ამ ეტაპზე ზაზა სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობს

ამ ეტაპზე ზაზა სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობს, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის საქმის პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ქმედებას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, როგორი ემოციური ფონიც არ უნდა უძღოდეს წინ.

„მოცემულ შემთხვევაში, მოპოვებული მტკიცებულებებით და ძირითადი მტკიცებულება გახლავთ ის ვიდეოკადრები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, დასტურდება, რომ ზაზა სარალიძე სავარაუდოდ, თავს დაესხა პოლიციელს მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე წარსდგა შუამდგომლობით სასამართლოს წინაშე და მოვითხოვეთ მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ამას აქვს თავისი საფუძვლები, მიზნები, შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბატონი ზაზა სარალიძის მიმართ ამ ეტაპზე არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები",- განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტის დროს ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა. დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ სარალიძეს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. სარალიძეს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რასიმ მუსაბეკოვი  -  ის, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული „ბარდაკი“ ჰქვია, უნდა დასრულდეს
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში  თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით
შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან
Jeep-ის ცენტრში დიდი ფასდაკლების აქცია დაიწყო