ზაზა სარალიძე - ყველა პროკურორი ჩემთვის არის იგივე ფხაკაძე, გუგუშვილი, შოთაძე, ვინც ჩემი შვილის საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა

ყველა პროკურორი ჩემთვის არის იგივე ფხაკაძე, გუგუშვილი, შოთაძე, ვინც ჩემი შვილის საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა,- ამის შესახებ ზაზა სარალიძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

ზაზა სარალიძემ კომენტარი არ გააკეთა საკითხზე, თუ რატომ არ მოითხოვა პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.

„ვერ გეტყვით ეს საქმე რატომ არის რუსთავში გადმოტანილი და რატომ იძიებს რუსთავის საოლქო პროკურატურა ამ საქმეს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა პროკურორი ჩემთვის არის იგივე ფხაკაძე, იგივე გუგუშვილი, იგივე შოთაძე, ვინც ჩემი შვილის საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა. რა ბრალიც მაქვს წაყენებული არ ვეთანმები, რადგან არასწორი ფორმულირებაა. საქმის დეტალებში არ შევალ, რადგან ამ საქმეზე დაკითხულიც არ ვარ",- განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტის დროს ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა. დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ სარალიძეს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. სარალიძეს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო