სერგეი ლავროვი - აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები არალეგიტიმურია

აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები არალეგიტიმურია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რაც შეეხება ამერიკის ზომებს ირანთან მიმართებაში, ისინი აბსოლუტურად არალეგიტიმურია. მათი დაწესება გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეში დარღვევაა, ხოლო ის ფორმა, რითაც მათი გამოცხადება მოხდა, მხოლოდ სინანულს იწვევს. პოლიტიკის გატარება ულტიმატუმებისა და ცალმხრივი მოთხოვნების საფუძველზე ჩვენს ეპოქაში დაუშვებელია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აშშ-მა ირანის 700-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი სასანქციო სიაში შეიყვანა.

5 ნოემბრიდან აშშ-მა ირანთან მიმართებაში სანქციები სრულად აამოქმედა, რაც აშშ-ის ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლას უკავშირდება. სანქციების ახალი ტალღა ეხება ენერგეტიკულ სექტორს და ასევე, ნავთობთან დაკავშირებულ გარიგებებსა და ირანის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციებს.

მიმდინარე წლის 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. მან პირობა დადო, რომ აშშ არა მხოლოდ აღადგენს ძველ სანქციებს, არამედ ახალ სანქციებსაც დაუწესებს ირანს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა