კახეთში „თიბისი ბანკიდან“  TBC PAY-ს აპარატი მოიპარეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში „თიბისი ბანკიდან“ TBC PAY-ს აპარატი მოიპარეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქურდები ბანკის ფოიეში ცენტრალური კარის საშუალებით შევიდნენ. მათივე თქმით, წაღებულია 1500 ლარამდე ოდენობის თანხა.

შსს- ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია