არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადება ტურისტების შესახებ პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი და  საქართველოსთვის დამაზიანებელია

სააკაშვილის განცხადება ტურისტების შესახებ მოვისმინე, ეს არის აბსოლუტურად შეუფერებელი, როგორც პოლიტიკოსისთვის, ასევე, ზოგადად საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„თუმცა არ გაკვირვებია არავის და პირველად არ ხდება, როცა მიხეილ სააკაშვილი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. სამწუხაროა, რომ ის საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესის გამო აზიანებს იმ საერთო სიკეთეს, რაც არის საქართველოში - ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობის იდეა და რაც არის ჩვენი ქვეყნის კულტურის გამორჩეული ნაწილი. მე მინდა თქვენ მოგცეთ ერთი პირობა, ამ ქვეყანას ჰყავს და მომავალშიც ეყოლება ღირსეული მასპინძლები და ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც“ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერი საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის იდეას ვერ დააზიანებს, რაც არ უნდა ასეთი შეურაცხმყოფელი და უადგილო განცხადებები გააკეთოს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა