არჩილ თალაკვაძე - ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიების დაწყება მიუთითებს, რომ კანონის უზენაესობა ხელისუფლებისთვის პრინციპულია

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიების დაწყების ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ კანონის უზენაესობა ხელისუფლებისთვის პრინციპულია და კანონის უზენაესობის პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„გარკვეული პერიოდია, რაც ამ საკითხზე მედია და ოპოზიცია ინტერესს გამოხატავს. ჟურნალისტები აშუქებდით, თითქოს საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კითხვებს ვერავინ უსვამს. დღეს ისევ ჟურნალისტებმა მიაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ მოხდა ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ყველაფერ დანარჩენს საგამოძიებო სტუქტურა გასცემს პასუხს. საქართველოში ბიზნესს თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა ალაგებს, ხოლო სამართალს განსჯის სასამართლო”, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა