სოსო ჯაჭვლიანი - თუ „ქართული ოცნება“ დანაპირებს არ შეასრულებს, ხალხისგან გაათმაგებულ და გაასმაგებულ უკურეაქციას მიიღებს

არამც და არამც ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს დამნაშავე და მანიაკი ხელისუფლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ, „ძველ გვარდიასთან“ დაკავშირებით გავრცელებული მოწოდების შესახებ განუცხადა.

ჯაჭვლიანის თქმით, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ შეცდომებზე განაწყენებულები არიან და მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს, მმართველ გუნდს დანაპირების შესრულებას სხვებთან ერთად თავადაც მკაცრად მოსთხოვს. მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დანაპირებს არ შეასრულებს, ხალხისგან გაათმაგებულ და გაასმაგებულ უკურეაქციას მიიღებს.

„მივესალმები ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, იყო კოჰაბიტაცია, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ვერ გამოასწორებ სისხლის სამართლის დანაშაულს, ასეთი დანაშაულის მქონე ადამიანი, ყველა უნდა დაისაჯოს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანებთან მივიტანოთ ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა. არამც და არამც ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს დამნაშავე და მანიაკი ხელისუფლება, ხოლო ჩვენ ეს ყველაფერი ადამიანებთან უნდა მივიტანოთ, უნდა ავუხსნათ, რის წინაშე ვდგავართ ჩვენ.

რა თქმა უნდა, ადამიანები განაწყენებულები არიან ამ კოჰაბიტაციასთან, სამართლიანობასა და ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით რომ მოიკოჭლებს „ქართული ოცნება“, მაგრამ მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც ამ არჩევნების მერე, როცა სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მკაცრად მოვთხოვ იმ ყველა დანაპირების შეძლებისდაგვარად შესრულებას. რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, თუ არადა მაშინ განაწყენებული ხალხისგან გაათმაგებულ, გაასმაგებულ უკურეაქციას მივიღებთ“, - აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა